კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლუნივის ხიდთან, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ოფიციალურ ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუკეთებია.

წინასწარი მონაცემებით, იაბლუნოვსკის ხიდთან ნავთობის საცავი იწვის. თვითმხილველების თქმით, კვამლი რამდენიმე კილომეტრიდანაც ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

მსგავსი თემები