,,ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე, რატოა უხერხული?!”- ვოლსკი კობახიძეზე

,, მგონია, რომ ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე საზოგადოების წინაშე,”- ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის არყოფნას.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის პატრიოტია.

,,არ არის ირაკლი კობახიძის თანამდებობა კონსტიტუციური. არც აუზი, თუ სპორტდარბაზი არის ის ადგილი, რომელიც შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის იქ ყოფნა. მე მგონია, რომ ვინც გადაიღო, ის არის ცოტა დამნაშავე საზოგადოების წინაშე. რატოა უხერხული?! ადამიანები ვართ, კაცია. ირაკლიც კარგი ადამიანია, თავისი ქვეყნის პატრიოტი” – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

მსგავსი თემები