,,ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე”- კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე.

,,გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მსგავსი თემები