,,უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო კონფლიქტი“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

მისის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, მანამ უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკია.

„ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე ასეთი მმართველი ძალა ეყოლებათ, იქნება მაგალითად სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. უნდა განადგურდეს ნაცისტური მმართველობა კიევში“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები