უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის ყირიმი.

,,ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში”, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წაართვა, ასევე – ყირიმი.

მსგავსი თემები