გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შესაფერის დროს“ დაელაპარაკება.
„ჩემი ბოლო სატელეფონო ზარი რამდენიმე ხნის წინ იყო, მაგრამ მე ვაპირებ პუტინს კვლავ ვესაუბრო თავის დროზე,”- განაცხადა შოლცმა.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს “აქტიურად უკრაინის მხარდაჭერას”, მაგრამ ამავდროულად აიცილებს პირდაპირ კონფლიქტს ნატო-სა და რუსეთს შორის.
შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.