,,ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი რჩება მომავლის გეზი.

,,დამოუკიდებლობის დღე დიადი ეროვნული დღესასწაულია. ყოველი წლის ეს დღე შეხსენებაა თავისუფალი არჩევანის განუხრელობისა, მისი განმტკიცებისა და დაცვისა. არ არსებობს გარანტირებული თავისუფლება, არსებობს ურყევი ნება განამტკიცო სახელმწიფოებრივი შეგნება, უერთგულო ისტორიული ამოცანის იდეალებს.

სწორედ, ამ გზაზე დგას საქართველო, რომელმაც 2008 წელს შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ევროპული არჩევანის ერთგული დარჩა.

დაუშვებელია კომპრომისი დიდი მიზნის დამცრობის ხარჯზე. დასანანია, რომ ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს. ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი რჩება მომავლის გეზი. თანდათან ფერმკრთალდება დიდი მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლით მოპოვებული მკვეთრი კონტურები. ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი. თავისუფლების მტერი რუსეთი დამარცხდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების გაუტეხელი სულისკვეთების წინაშე.

საქართველო და უკრაინა გათავისუფლდება ოკუპაციის მტანჯველი ბოროტებისგან. საქართველო, წინ ევროპისკენ! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – წერს დავით არახამია.

მსგავსი თემები