,,არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე”- კალაძე ზურაბიშვილზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ”აბსურდულ” განცხადებაზე კომენატარი გააკეთოს. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს, ამიტომ თავს შეიკავებს განცხადებისგან.

,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მე არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ, ამიტომ თავს შევიკავებ განცხადებისგან,”- განაცხადა კახა კალაძემ

 

კომენტარს ”ფორმულა” ავრცელებს

მსგავსი თემები