,,ვუყურებ და ვფიქრობ, გიჟები არიან თუ რა?”- პუტინი საქართველოზე

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უარყოფითი რეაქცია მის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მისთვის “სრული სიურპრიზი” იყო.

„მეგონა, ყველა მადლობას იტყოდა. გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: ისინი სრულებით გიჟები არიან თუ რა? რა ხდება იქ?“ – განაცხადა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით,  საქართველოს ხელისუფლებამ „არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ“.

,,ჩვენ გადავდგით ნაბიჯი წინ”- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები