,,მეგონა, რომ ყველა იტყოდა მადლობას”- პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  გაკვირვებული იყო საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

,,ჩემთვის რეაქცია, რომელიც მოჰყვა, სრული სიურპრიზი იყო. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, გმადლობთ, კარგი. არა, იყო რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხზე. ძალიან უცნაური. ​​, მოულოდნელად. როცა ვუყურებ გვერდიდან ვფიქრობ: მთლად გიჟები არიან თუ რა? რა ხდება იქ გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის  მტკიცებით, სურდა მხარი დაუჭირა ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო.

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამისკენ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები