,,აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის  ელჩი კელი დეგნანი  ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში.

,,ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები