,,საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში”- ირაკლი ღარიბაშვილი

თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად.  მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ  ამ ვალდებულების შესრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,თავისუფლების უპირველესი მტერია ომი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად.  მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება,…

მეტი...

პარლამენტთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მიზეზი უცნობია, როგორც სამართალდამცველებმა ადგილზე განმარტეს, ის სამართალდამცველების მითხოვნას არ დაემორჩილა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ გააკეთა და განმარტა, რომ  აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. „დაკავებული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი. აქცია ჩაატარონ პარლამენტის წინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აქცია დაასრულონ პარლამენტთან ნუ გადავლენ და ნუ ჩაშლიან ღონისძიებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დროშას – აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი ადამიანები“,…

მეტი...

,,ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერილით მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტი, ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. „თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში. ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის…

მეტი...

PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

კომპანია PSP დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და 26 მაისი ტრადიციულად  სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს. აფთიაქები და ფარმაცევტების ბეიჯები გაფორმებულია სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიზუალით, მომხმარებელი კი, სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობს. წელს დამოუკიდებლობის კვირეული PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 20 მაისს დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, არა მარტო სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, არამედ, ყოველდღე, PSP-ში გარანტირებულად დაბალი ფასები დაგხვდებათ. ამ დღის აღსანიშნავად, მოხმმარებელი თავის, სხეული, თმისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტზე ასევე გასაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებს. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი PSP-ს თანამშრომლების მონაწილეობით გადაღებულმა რგოლმა „რა არის დამოუკიდებლობა“, სოციალურ მედიაში…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში. ჩვენი სახელმწიფო, ასევე, ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას…

მეტი...

„იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ – ანა ფოტიგა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკაშირებით  ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას“  – წერს ანა ფოტიგა „ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი…

მეტი...

„ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და  ნატო-ს წევრი. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი…

მეტი...

„საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი ორი ქვეყნის მრავალწლიან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ  აშშ საქართველოს მხარდამჭერი რჩება. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის…

მეტი...

„ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას“ – კონსტანტინე გამსახურდია მანანა არჩვაძეზე

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისმ ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი – კონსტანტინე გამსახურდია ძმის, ცოტნე გამსახურდიას მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური დედა, მანანა არჩვაძე ყველანაირად ხელს უშლის მის ფეხზე დადგომას. “მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს. ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს. ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას…

მეტი...

ცოტნე გამსახურდია დედის მიერ მიყენებულ დარტყმაზე საუბრობს

„დედაჩემმა გაცილებით მეტი ზიანი მომაყენა ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ეს ნებისმიერ პირად მოწინააღმდეგეს გაუკეთებია“ – ეს სიტყვები დამოუკიდებელი საქართველო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდია ეკუთვნის, რომელიც ამ დრომდე სარეაბილიტაციო ცენტრში რჩება და იმის გამო, რომ დედამ, მანანა გამსახურდიამ კოლხური კოშკის კარები ჩაუკეტა, სახლში ვერ ბრუნდება. „ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასა და გამსახურდიების ტრაგიკული ბედზე“ – ანა ჯაბაური

მეტი...

„ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასა და გამსახურდიების ტრაგიკული ბედზე“ – ანა ჯაბაური

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გამსახურდიების ოჯახში არსებულ „ტრაგიკულ ბედზე“ საუბრობს. „ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ… ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით – ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის. გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი,…

მეტი...

“რუსებს აგინებენ, პური შემოაქვთ, შაქარი შემოაქვთ, ყველაფერი შემოაქვთ, დაკეტონ მაშინ მიმოსვლა” – ექსკლუზიური ინტერვიუ თამაზ გაიაშვილთან

„თავის ნამუსთან და სინდისთან უნდა იყვნენ მართლები, ქართველ ხალხს ცხოვრებას ნუ ურთულებენ. ნუ უძვირებენ და ნუ ურთულებენ. რუსებს სასტუმროებში უვარდებიან, ლანძღავენ, საღებავებით დასდევენ. ჩამოვიდა ავტობუსი, საღებავი შეასხეს, აგინებენ, მეტი რა უნდა გაუკეთონ, რომ ტურისტი შეაშინონ“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფიძნებელი თამაზ გაიაშვილი   „მედიაცენტრი მთავარი:“ ეკონომიკურად გაამართლა თუ არა რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ? თამაზ გაიაშვილი: ჯერ ნაადრევია შეფასება, გაამართლა თუ არა პირდაპირი ფრენების აღდგენამ. ამ ეტაპისთვის, დატვირთვა არის 40-50%. მოლოდინი, რომ პირველივე დღიდან დაიწყებოდა დატვირთვა, მართალი გითხრათ, არც გვქონია. ნელ-ნელა შეიძლება გაზრდა. ის ფონი, რაც…

მეტი...

„პატარაა საქართველო და გავლენას ვერ ვახდენთ ვერაფერზე, ტყუილად ნუ ხარჯავენ თავიანთ ენერგიას“ – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ, მათ, ვისაც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ რამე პროტესტი გააჩნიათ, დადგნენ ტროტუარზე და აწიონ პლაკატები. „6 000 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან. აბა რას უნდა ველოდეთ ის ხალხი, რომელსაც საქარველოში ნორმალური ცხოვრება გვინდა. ეს ხალხი თავიანთ ხელფასს ამართლებს. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატია მე ასე მესმის – მე მათ აზრს პატივს ვცემ და იმათ ჩემს აზრს უნდა სცენ პატივი. თუ რამე პროტესტი აქვთ, დადგნენ ტროტუარზე და აწიონ პლაკატი. შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. ამისთვის კი მთავრობამ უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს. სხვა შემთხვევაში, არც ტურისტი ჩამოვა ჩვენთან…

მეტი...

„ზელენსკი დაგვცინოდა, დამტვრეული ტანკები მივყდეთო“ – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ როცა საქართველოში ომი იყო, უკრაინას ჩვენთვის დახმარება არ გაუწევია. კითხვაზე, პოლიტიკურად რამდენად გაამართლა გადაწყვეტილებამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მან „მედიაცენტრ მთავარს“ ასე უპასუხა: თამაზ გაიაშვილი: პოლიტიკურად, რაც ქართველი ხალხისთვის კარგია და საქართველოს ინტერესებში შედის, ყველაფერი კარგია. ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. 2008 წელს ჩვენთან რომ იყო ომი, უკრაინელებს ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევიათ. პირიქით, ზელენსკი დაგვცინოდა, რომ დამტვრეული ტანკები მივყიდეთო“. ინტერვიუს სრული ვერსია „მედიაცენტრ მთავარზე“ დღეს გამოქვეყნდება.  

მეტი...

ესპანეთი უკრაინას „ლეოპარდ 2“-ს ტანკებს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას მხარდაჭერას და დახმარებას ამჯერადაც უდასტურებს. აღნიშნულის დასტურია ესპანური მხარის გადაწყვეტილება, უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმაროს. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, შეთანხმებულია ომში მყოფი მხარისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემა. „უკრაინა კიდევ ოთხი „ლეოპარდ 2“ის საბრძოლო ტანკს და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტიას მიიღებს“ – აცხადებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი. გარდა სამხედრო დახმარებისა, ესპანეთი უკრაინელი სამხედროების გადამზადებაშიც აქტიურად მონაწილეობს.  

მეტი...