,,გაუგებარია რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ” – ილია დარჩიაშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

,,ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ, მოჰქონდეს თავისი კონკრეტული შედეგები. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები