„სიტყვა მოღალატე არ თქმულა – მე გავაპროტესტე”- ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, გააპროტესტა, თუმცა სიტყვა მოღალატე არ უხსენებია.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

„სიტყვა მოღალატე არ თქმულა, შეიძლება, ვიღაცამ თქვა ასეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცამ თქვა, მაგრამ ჩემგან არ ყოფილა. გავაპროტესტე, რადგან მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერება საქართველოს. მის სიტყვაზე მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები