,,ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ, არ უნახავს  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე.

,,ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი,”- აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები