,,პრეზიდენტის გზავნილები დღეს მიმართული იყო საზოგადოების გაყოფისკენ”- მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აფასებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის გზავნილები  საზოგადოების არა კონსოლიდაციიისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ იყო მიმართული.

„ვფიქრობ, როგორ ვცე პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. პრეზიდენტი არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, მე მაინც პატივს ვცემ ამ ინსტიტუტს, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ გზავნილებში, რაც დღევანდელ სადღესასწაულო დღეს მას ჰქონდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნამდვილად არ არის ეს ის ფორმატი, ის დღე, როდესაც შეიძლება, მსგავსი გზავნილები გააჟღეროს საქართველოს პრეზიდენტმა. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ზეიმობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, ეს არის საქართველოს დღე და ჩვენი, ყველას, ვალია, მათ შორის პრეზიდენტისაც, ეს სადღესასწაულო განწყობა და სურვილი, რაც საქართველოს აქვს, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაში ინტეგრირებული, იყოს ჩვენი საერთო მიზანი და არა ის, რომ გამყოფი გზავნილები ჟღერდებოდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს იყო პრეზიდენტის გზავნილები დღეს – საზოგადოების არა კონსოლიდაციიისკენ, არამედ მეტი გაყოფისკენ მიმართული, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა კიდევ ერთხელ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმედი მაქვს, ეს ინსტიტუტი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ინსტიტუტად არ იქცევა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი თემები