,,ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა”- მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო.

„ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ეს. მეც გამიჩნდა პროტესტი. ჩემი აზრით, ჩემმა კოლეგამ სავსებით სამართლიანი პროტესტი გამოხატა. სხვათა შორის, ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება, აშკარად იგრძნობოდა. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ტაშიც არ დაუკრა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები