,,მზად არიან ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს”- გიორგი ვაშაძე ხელისუფლებაზე

,,აი ეს არის ზუსტად ის გამოხატულება თუ ვისთან გვაქვს საქმე”- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საცურაო აუზზე ვიზიტს დამოუკიდებლობის დღეს.

,,ეს სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის. ბევრი ხუმრობა დავინახე ახლა ამ თემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. ეს არის რეალური მიდგომა, როგორ უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის დღეს რით არის ის დაკავებული. აი ეს არის ზუსტად ის გამოხატულება თუ ვისთან გვაქვს საქმე, ეს არის პრორუსული ძალა, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერია და მზად არიან ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს” – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ტვ პირველს.

 

მსგავსი თემები