,,გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიშს ვუხდი”- პრეზიდენტი

გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, ბოდიშს ვუხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის  მცდელობას და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და აშშ-სა და ევროპაში უშვებ.

,,ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორ ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის  მცდელობას ქართველობის წართმევის მცდელობას, გარყვნილობა და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და აშშ-სა და ევროპაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას, ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერს უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთობა და გაგება შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს, ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს, ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები