საქართველო, დაჯავშნილი ბილეთებით რუსებს შორის პოპულარული მიმართულებების მხოლოდ ათეულში მოხვდა – რუსული მედია

საქართველო, დაჯავშნილი ავიაბილეთების რაოდენობის მიხედვით, ივნისში რუსებს შორის ავიამოგზაურობის მხოლოდ ტოპ ათეულში შევიდა ბილეთების მაღალი ღირებულების გამო –  ამის შესახებ რუსულ მედია TASS-ს ავიაბილეთების აგრეგატორი Aviasales-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

„საქართველოს მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნამ ზრდა დაიწყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოცხადების შემდეგ. თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ საძიებო მოთხოვნებით, ივნისის მდგომარეობით, საქართველო [შევიდა] ტოპ 3 საერთაშორისო მიმართულებაზე თურქეთთან და სომხეთთან ერთად. რეალურად დაჯავშნილი ბილეთების ნახვა. საქართველო ტოპ 10-შია, რაც აიხსნება ფრენების მაღალი ფასით“, – აცხადებენ კომპანიაში.

მედია წერს, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების საშუალო გამშვები 32 ათასი რუბლია, თურქეთი – 26 ათასი რუბლი, სომხეთი – 14 ათასი რუბლი.

მსგავსი თემები