უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს.

ზელენსკის თქმით, რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც ეს ყველაფერი განიხილეს და უახლოეს პერიოდში პარტნიორებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

„მეტი საჰაერო უსაფრთხოება ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან. ერთი წუთითაც არ დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტი ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღის შემდეგ ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს. ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები