რუსეთში, ბელგოროდის ოლქის თავზე სამი დრონი აფეთქდა – გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის,  ვიაჩესლავ გლადკოვის განაცხადებით, ოლქის ტერიტორიაზე სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

როგორც, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა და ბელგოროდის რაიონში კერძო საკუთრებაზე დაეცა.

„დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი: ჩამსხვრეულია მინები, გაჩეხილია ღობეები და ერთი მანქანა“, – წერს გუბერნატორი.

გლადკოვის თქმით, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა იმავე ტერიტორიაზე, რასაც  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები