„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა”- ტრამპი

„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი დასრულდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  „სიენენის“ განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით,  პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო, ომს 24 საათში დაასრულებდა.

„არ ვფიქრობ იმაზე, ვინ მოიგებს ან წააგებს ომს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. ხალხი იღუპება, რუსებიც და უკრაინელებიც. მინდა, ეს შეწყდეს და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები