,,ფრენების აღდგენა დაუკავშირა ევროინტეგრაციას, სრული აბსურდია”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებაზე სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადებებს.

„მან ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები