,,მეტი დრო გვჭირდება კონტრშეტევისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად.  მისი თქმით, სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება.

,,[რაც გვაქვს] ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და წარმატებები. მაგრამ ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო”, – განაცხადა  ზელენსკიმ.

მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატოს ქვეყნების მიერაა გაწვრთლინი მზად არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევს სჭირდება რაღაცები, მათ შორის ჯავშანტექნიკა.

მსგავსი თემები