„საქართველო-რუსეთს შორის პირველი პირდაპირი რეისი მალე შესრულდება“- დიმიტრი ლორთქიფანიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველო-რუსეთს შორის პირველი პირდაპირი რეისი მალე შესრულდება“ – ამის შესახებ „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა “ დიმიტრი ლორთქიფანიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ავიაკომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფრენებში, მათ შორის კი არიან ქართული ავიაკომპანიებიც.

,,ახლო მომავალში ძალიან სასიამოვნო სიახლე ელის ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვინც ფიქრობს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა არათუ ფუფუნება, არამედ აუცილებელი პირობაა, რომ მათ შეზღუდული ხარჯებით აწარმოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა. პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ალბათ მალე განხორციელდება. მარიამ ქვრივიშვილმაც განაცხადა, რომ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ავიამიმოსვლაში. თუ როგორ გაიმიჯნება სანქცირებული არასანქცირებულისგან, ეს უკვე შინა ნორმატიული ტექნიკური რეგლამენტის საკითია და ამაზე მთავრობამ უნდა გვიპასუხოს. თუმცა ფაქტია, გარკვეული ავიაკომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფრენებში, მათ შორის არიან ქართული ავიაკომპანიებიც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იძულებულები იყვნენ, მეზობელ ქვეყნებში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებთან ერთად ეწარმოებინათ ფრენები. საათში სამი რეისი დაფრინავს თბილისი-ერევანი-მოსკოვი და ჩვენს მოქალაქეებს სამჯერ უფრო ძვირი უჯდებათ ბილეთის შეძენა და რა არის ცუდი, რომ ქართული კომპანია იქნება დამოუკიდებელი და პირდაპირ შეასრულებეს ფრენებს,”- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“.

“12 პუნქტის სანაცვლოდ, სტატუსი არ გვჭირდება” – დიმიტრი ლორთქიფანიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები