,,ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება”- ლაშა ხუციშვილი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. მინისტრის განმარტავს, რომ  საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არაა.

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება – როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება.

აშშ-თან და ჩვენ სხვა პარტნიორებთან მიმართებაში ვიტყვი, რომ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. ამასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს”, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი თემები