,,ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები” – გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით ნაკისრი ვალდებულებები.

გუტერეში გმობს ღაზადან ისრაელში რაკეტების განურჩევლად გაშვებას, რაც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და საფრთხეს უქმნის როგორც პალესტინელ, ისე ისრაელის ამოქალაქო პირებს.

„ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ძალის პროპორციული გამოყენება და ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები სამხედრო ოპერაციების წარმოებისას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების დასაცავად“, – აცხადებს გუტიერეში.

გაერო ადასტურებს 15 პალესტინელის გარდაცვალებას, მათ შორის ათი მშვიდობიანი მოქალაქის, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.

მსგავსი თემები