,,აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ  შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია, ისეთი ქვეყანა, რომელსაც როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს.

,,შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია, რაღაც ისეთი ქვეყანა, რომელსაც როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს. ეს განცხადება სენატორების, რომ თავის დროზე ჩვენ სააკაშვილს ვუთხარით და იმიტომ წავიდა და ახლა 24-ში ჩვენ, ვისაც ვეტყვით ის მოვა აბა ეს რას ნიშნავს, რა არის ან სად ხედავთ დემოკრატიას, ქართველი ხალხი სად არის” – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ტვ პირველს.

ცნობისთვის, სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილით მიმართავენ , რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.

,,საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ ზომები მიიღოს”- შაჰინი და რიში

მსგავსი თემები