პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს  ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ესწრებიან 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს.

გაზეთმა “ვედომოსტიმ” გაავრცელა ინფორმაცია ჯაპაროვის ვიზიტის შესახებ მოსკოვში 23 აპრილს, ხოლო ტოკაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ჩასვლის შესახებ რუსულმა მედიამ მხოლოდ 8 მაისს, აღლუმამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

კრემლის საინფორმაციო გამოცემა TASS იტყობინება, რომ პუტინმა ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი, მაგრამ მან არ დაადასტურა მონაწილეობა.

ISW წერს, რომ ცენტრალური აზიის ლიდერების დაგვიანებული პასუხი აღლუმში მონაწილეობის შესახებ, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ მიუხედავად კრემლის ძალისხმევისა, მათ არ სურთ ომისთვის პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება.

მსგავსი თემები