აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ 1,2 მილიარდი დოლარის დამატებით გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა. ინფორმაციას ამერიკული მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების პაკეტი სავარაუდოდ სამშაბათს გამოცხადდება და თანხა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა. თანხა დაიხარჯება უახლოეს თვეებში ან თუნდაც წლებში უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

დახმარების ინიციატივა დააფინანსებს HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს და საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებს. ოფიციალური პირების თქმით, ის ასევე მოიცავს არტილერიას, რაკეტებს, სატელიტური გამოსახულების დახმარებას და დაფინანსებას სხვადასხვა სისტემებისთვის მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისთვის და სათადარიგო ნაწილებისთვის.

აშშ-მა უკრაინას ომის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

მსგავსი თემები