,,სასიამოვნოა კიევში დაბრუნება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ ტვიტერშიწერს.

,,სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს”, – წერს  ლაიენი ტვიტერზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მსგავსი თემები