ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი 1 000 ლარით დააჯარიმა.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საერთაშორისო ან სახელმწიფო სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პირმა თავად გაავრცელა.

მსგავსი თემები