მასობრივი სროლების შემდეგ, ბელგრადში ათიათასობით მოქალაქემ აქცია გამართა

ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე ძალადობის წინააღმდეგ. აქცია გასულ კვირას დედაქალაქ ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შემდეგ გაიმართა.

მომიტინგეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვენ და სურთ, ის გაზეთები და ტელევიზიები დაიხუროს, რომლებიც, მათი თქმით, ძალადობას უწყობენ ხელს.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პროტესტი დაგმო. მან ოპოზიცია დაადანაშაულა ეროვნული ტრაგედიის კაპიტალიზაციაში საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად.   მისივე თქმით, ის მზადაა თავისი პარტიის რეიტინგი ვადამდელ კენჭისყრაზე გამოცადოს.

3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მამის კუთვნილი ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა. ორი დღის შემდეგ, კი დედაქალაქის მახლობლად მდებარე  21 წლის მამაკაცმა  8 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა.

სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა განათლების მინისტრი ბრანკო რუზიჩი.

 

მსგავსი თემები