,,შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან”- პაველ ჰერჩინსკი

დღეს,  9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ამ დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საქართველოს მოსახლეობას, ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა.

„ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, – განაცხადა ელჩმა.

ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, თუ რა არის მათთვის ევროპა.

მსგავსი თემები