რუსეთმა ომში დაახლოებით 195 620 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 195 620 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის  სამხედრო დანაკარგი ასე გამოყურება –  ჯარისკაცი – დაახლოებით 195 620;
​ტანკი – 3 734; ჯავშანტექნიკა – 7 257; საარტილერიო სისტემა – 3 031; სარაკეტო სისტემა – 554; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 307; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 618; საკრუიზო რაკეტები – 955; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 969;
გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 388.

მსგავსი თემები