ყარაბაღში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში “რუსი სამშვიდობოების” მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. უწყების ცნობით, ყველა მათგანი დაიღუპა. შემთხვვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოხდა.

როგორც ირკვევა სამხედროები სოფელ ჯანიატაგის მახლობლად სადამკვირვებლო პუნქტიდან ბრუნდებოდნენ.  მომხდარის გარემოებების გარკვევის მიზნით, ადგილზე აზერბაიჯანის და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ ეტაპზე უცნობია,  თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი.

მსგავსი თემები