ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეებს მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის…

მეტი...

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ პენტაგონის გაჟონილი დოკუმენტების დიდი რაოდენობა ყალბია

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ოფისი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ინფორმაციის „საკმაოდ დიდი რაოდენობა“  გაყალბებულია. სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ მათმა თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს დილით ისაუბრა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან. „აშშ-ს მთავრობის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „საკმაო რაოდენობის დოკუმენტები შეთხზული იყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის “პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  

მეტი...

უკრაინელებმა რუსეთის 52 შეტევა მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა 5 მიმართულებით რუსების 52 შეტევა მოიგერიეს. უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა 39 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მათ შორის, 4 S-300-ის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ კრამატორსკში. ,,მიუხედავად ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, მტერი არ თმობს აგრესიულ ომს. ისინი აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას ღერძებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა მოიგერია მტრის 52-ჯერ შეტევა მითითებულ ღერძებზე,”- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათს განმავლობაში, უკრაინის ავიაციამ 8 საჰაერო დარტყმა განახორციელა მტრის ცოცხალი ძალისა…

მეტი...

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია – ”პოლიტიკო”

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ დაამშვიდონ იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები ევროპიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთითა და კიევით დასრულებული უკრაინის ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ გრიფით საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ. მათივე ცნობით, ამერიკული დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გასაჯაროების გამო მათი შეშფოთება გაექარწყლებინათ. როგორც მედიას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კავშირის წევრებმა მოითხოვეს ბრიფინგები ვაშინგტონისგან, მაგრამ ჯერ არ…

მეტი...

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამის შესებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს. „უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ“,- წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

დენის შმიგალი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა. შმიგალი ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან. შეხვედრას შეუერთდებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი და საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი. ,,ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის ორგანიზებისთვის”, – განაცხადა დენის შმიგალმა კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 179 320 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 179 320 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 179 320; ​ტანკი – 3 644; ჯავშანტექნიკა – 7 038; საარტილერიო სისტემა – 2 765; სარაკეტო სისტემა – 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 292; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 332; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 620; გემი/ნავი/კატარღა – 18;  ​ სპეციალური აღჭურვილობა – 316.

მეტი...

,,ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს “აგრესორის” კომპანიონი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს ტერმინი “აგრესორის” კომპანიონი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს,”-  ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას გამარჯვებას აახლოებენ. ,,ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის თავდაცვას რუსული ტერორისგან, ყველაფერი, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს მეტ შესაძლებლობას აქტიური გადაადგილებისთვის – ეს ყველაფერი იცავს ყველას პარტნიორ ქვეყნებში, ყველას ევროპაში, ყველას მსოფლიოში. ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს ტერმინი “აგრესორის” კომპანიონი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას გამარჯვებას აახლოებს. ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლისთვის – მარინკასა და ბახმუტში, ავდიივკას მახლობლად და კრემინასთან, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკვოვის…

მეტი...

უკრაინის ტერიტორიების გაწმენდას ათეულობით წელი დასჭირდება – ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის გამცხადებით, უკრაინის ტერიტორიების გაწმენდას ათეულობით წელი და მინიმუმ 5 000 სპეციალისტი დასჭირდება. ,,დაგვჭირდება მინიმუმ 5 000  სპეციალისტი, რომლებიც განაღმვით იმუშავებენ. ეს ეფუძნება ვარაუდს, რომ სპეციალისტები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. ეს მეტყველებს ხორვატიის გამოცდილებაზე. ომი იქ დასრულდა 28 წლის წინ და ეს ტერიტორია სრულად არ განაღმულა. ქვეყანა ბოლომდე არ განიღვრება, წელიწადში საშუალოდ 50 კვადრატული კილომეტრი შეიძლება გაინაღმოს და ჩვენი ომი ისევ გრძელდება”, – განაცხადა რეზნიკოვმა.  

მეტი...

უკრაინამ ტყვეობიდან 100 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან  100 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ,,შევძელით ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა. უკან ვაბრუნებთ 100 ადამიანს. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან მარიუპოლში, აზოვსტალის მცველები. ზოგიერთი მათგანი არიან სერიოზულად დაშავებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ყველანაირად დავეხმაროთ”, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

მეტი...

,,მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის”- პაველ ჰერჩინსკი

საქართელოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მედია ზეწოლის ქვეშაა. მისი თქმით, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობაა. ,,მედიის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს სიტყვით გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედია-გარემო. თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა განსაკუთრებით მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედი მაქვს, ეს ასეც…

მეტი...

,,ვაგრძელებთ მუშაობს რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. „კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

„ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?“ – პრეზიდენტი

საქათველოს პრეზიდენტი ავადმყოფებს უწოდებს მათ, ვინც მას სიბინძურეებს აბრალებს და მიაწერს იმას, რაც არასდროს უთქვამს. “არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან  ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს. საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...