სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ პენტაგონის გაჟონილი დოკუმენტების დიდი რაოდენობა ყალბია

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ოფისი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ინფორმაციის „საკმაოდ დიდი რაოდენობა“  გაყალბებულია.

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ მათმა თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს დილით ისაუბრა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან.

„აშშ-ს მთავრობის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „საკმაო რაოდენობის დოკუმენტები შეთხზული იყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები