საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია – ”პოლიტიკო”

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში კრიზისი გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ დაამშვიდონ იმედგაცრუებული და დაბნეული მოკავშირეები ევროპიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთითა და კიევით დასრულებული უკრაინის ომისა და სხვა გლობალური საკითხების შესახებ გრიფით საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ.

მათივე ცნობით, ამერიკული დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, რათა დოკუმენტების გასაჯაროების გამო მათი შეშფოთება გაექარწყლებინათ.

როგორც მედიას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კავშირის წევრებმა მოითხოვეს ბრიფინგები ვაშინგტონისგან, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ არსებითი პასუხი. მოთხოვნები ცალ-ცალკე გაეგზავნა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინა უკვე დიდი ხანია, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის აშშ-ს უზიარებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება.

მსგავსი თემები