„ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?“ – პრეზიდენტი

საქათველოს პრეზიდენტი ავადმყოფებს უწოდებს მათ, ვინც მას სიბინძურეებს აბრალებს და მიაწერს იმას, რაც არასდროს უთქვამს.

“არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან  ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს. საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები