მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. ამის შესებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.

„უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს !!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! სიტყვები უძლურია – 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო… ვაჰ… ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ“,- წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები