,,ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს “აგრესორის” კომპანიონი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს ტერმინი “აგრესორის” კომპანიონი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს,”-  ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას გამარჯვებას აახლოებენ.

,,ყველაფერი, რაც აძლიერებს უკრაინის თავდაცვას რუსული ტერორისგან, ყველაფერი, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს მეტ შესაძლებლობას აქტიური გადაადგილებისთვის – ეს ყველაფერი იცავს ყველას პარტნიორ ქვეყნებში, ყველას ევროპაში, ყველას მსოფლიოში.

ტერმინი “დამარცხება” უნდა გახდეს ტერმინი “აგრესორის” კომპანიონი და ამას მხოლოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას გამარჯვებას აახლოებს. ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლისთვის – მარინკასა და ბახმუტში, ავდიივკას მახლობლად და კრემინასთან, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკვოვის რეგიონებში და ყველა ჩვენ საზღვართან,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები