,,მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის”- პაველ ჰერჩინსკი

საქართელოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მედია ზეწოლის ქვეშაა. მისი თქმით, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობაა.

,,მედიის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლებას, სადაც მიწევს სიტყვით გამოსვლა, ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერასა და მიკროფონს ვხედავ. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედია-გარემო.

თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა განსაკუთრებით მცირე მედიაორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან თავისუფალი, აქტიური მედიაგარემო დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობაა”, – განაცხადა ელჩმა რეგიონული მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი თემები