დენის შმიგალი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა. შმიგალი ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან.

შეხვედრას შეუერთდებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი და საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი.

,,ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის ორგანიზებისთვის”, – განაცხადა დენის შმიგალმა კანადურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები