,,ნიღბიანები არ ვიცი, შეიძლება თვითონ გადაიცვეს, თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა” – წაქაძე

,,თქვენ ვეღარ იქნებით ხელისუფლებაში, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეთ ხალხში, მოღალატე კანონებს აწერთ ხელს” – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ “ოცნების” დეპუტატ ბეჟან წაქაძეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტები წაქაძეს, 9 აპრილის სკვერში კომენტარს ართმევდნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომ გუშინ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს რამდენიმე პირი თავს დაესხა, წაქაძე პასუხობს, რომ არ იცის ეს თემა და არ უნახავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს აქციის მონაწილეების “ხელმძღვანელების” მიერ იქნებოდა გაკეთებული.

,,არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, როგორც ვიცი პოლიცია არ მისულა, იმიტომ, რომ პოლიციის დანახვაზე ეს ადამიანები გიჟდებიან და უფრო აგრესიულები ხდებიან. მე რა ვიცი ახლა, ნიღბიანი, შეიძლება თვითონ გადააცვეს, დარწმუნებული ვარ მაგათი გაკეთებულია. აქციის მონაწილეების ხელმძღვანელობა ცდილობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბოს. თავის ხალხს უშვებენ, რომ მეტად აწიონ თემა”, – ამბობს წაქაძე.

მსგავსი თემები