დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება

,,ჩვენი ბრძოლა გრძელდება! არა რუსულ რეჟიმს!”. დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.

,,ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი! არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები.

თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები.

მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად.

#საქართველოჩვენია

#არარუსულრეჟიმს

#არარუსულკანონს

#არარუსულმთავრობას,” – წერს აქციის ორგანიზატორი, ,,დაფიონი.”

მსგავსი თემები