უკრაინამ ტყვეობიდან 100 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან  100 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

,,შევძელით ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა. უკან ვაბრუნებთ 100 ადამიანს. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან მარიუპოლში, აზოვსტალის მცველები. ზოგიერთი მათგანი არიან სერიოზულად დაშავებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ყველანაირად დავეხმაროთ”, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

მსგავსი თემები