რუსეთმა ომში დაახლოებით 179 320 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომში დაახლოებით 179 320 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 179 320; ​ტანკი – 3 644; ჯავშანტექნიკა – 7 038; საარტილერიო სისტემა – 2 765; სარაკეტო სისტემა – 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293; თვითმფრინავები – 307; ვერტმფრენი – 292; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 332; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 620; გემი/ნავი/კატარღა – 18;  ​ სპეციალური აღჭურვილობა – 316.

მსგავსი თემები