,,ვაგრძელებთ მუშაობს რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„კარგი ამბავი ტყვეების გაცვლაზე მომუშავე ჩვენი გუნდისგან. შევძელით უკრაინის დამცველი კიდევ 100 ქალისა და მამაკაცის სახლში დაბრუნება. 80 მამაკაცისა და 20 ქალის. ისინი არიან სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები, სამხედრო-საზღვაო ძალების მეომრები, ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან „აზოვსტალის“ დამცველები. ეს არის ასი ოჯახი, რომლებმაც აღდგომის წინ ნამდვილი სიხარული მიიღეს. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა ჩვენიანი დავაბრუნოთ რუსული ტყვეობიდან. გვახსოვს თითოეული და დავაბრუნებთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები